August 25th, 2010

ალექსანდრე რონდელი: საქართველო გადარჩა, და ვითარდება

ალექსანდრე რონდელი: საქართველო ცხოვრებას ომით შექმნილ გარემოებებში განაგრძობს, მაგრამ გადარჩა და ვითარდება
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი ორი წელი საქართველოსთვის მკაცრი იყო, მაგრამ საშინაო პოლიტიკაში, ისევე, როგორც საგარეო ურთიერთობებში, ქვეყანამ იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ვინმეს ოდესმე შეიძლებოდა, წარმოედგინა" - მიიჩნევს პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი, რომლის პოზიციას "წზუტ ვუქწსკფსნ" აქვეყნებს.
"2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორი წელი გავიდა და სამხრეთ კავკასიის პატარა და ახალგაზრდა ქვეყნის - საქართველოს მომავალი ღიად რჩება. ნებისმიერი რეალისტური შეფასება მისი პერსპექტივებისა ამ მოვლენებისა და მათი შედეგების გახსენებით უნდა დაიწყოს, უფრო ზუსტად კი - იმით, თუ რა გავლენა იქონიეს მათ თბილისზე" - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მისივე აზრით, იმას, რასაც როლანდ ასმუსმა "პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შესძრა" დაარქვა, გრძელი და მოკლევადიანი წინაპირობები ჰქონდა. "არსებობდა ორი მიზეზი: ისედაც რთული რუსულ-ქართული ურთიერთობების მზარდი გამწვავება, რომელსაც დასავლეთის მხრიდან მისი ინტერესებისადმი სავარაუდო უპატივცემულობის გამო რუსეთის განაწყენებაც დაერთო და უშუალოდ საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკის - ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო შექმნილი კრიზისი. იმ პირქუშ დღეებში, 2008 წლის 8-12 აგვისტოს რუსული ჯარები საქართველოს დედაქალაქისკენ მოიწევდნენ. 12 აგვისტოს საზავო შეთანხმების დადების შემდეგაც კი ქვეყანაში ათასობით რუსი სამხედრო დარჩა. ისინი ე.წ. სამხრეთ ოსეთში და კიდევ ერთ სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში განთავსდნენ. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. რუსეთის აგრესიულმა პოზიციამ "ხუთდღიანი ომის" მსვლელობისას და მის შემდეგაც მას (თავის მეზობლებთან და დასავლეთთანაც) დიდი ხნის ნალოლიავები პოლიტიკური მიზნების ხელახლა გაცხადების საშუალება მისცა: ეს იყო ჰეგემონიის აღდგენის სურვილი პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილზე მაინც (იხილეთ ივან კრასტევი "რუსეთი და ქართული ომი: დიდი სახელმწიფოს ხაფანგი" 19 აგვისტო 2008). გარდა ამისა, ნატოსა და ევროპის კავშირისთვის იმის მინიშნებით, რომ აღმოსავლეთით შემდგომ ექსპანსიას აღარ მიიღებს, რუსეთი კიდევ უფრო მეტის მიღწევას იმედოვნებდა - მას საქართველოს დასავლეთზე ორიენტირებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოცილება და თბილისში უფრო მორჩილი ხელისუფლების დასმა უნდოდა და ბოლოს სამხრეთ-კავკასიაზე და მის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ მარშრუტებზე რეალური კონტროლის აღდგენაც სურდა. რუსეთმა შესძლო ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე სამხედრო კონტროლის დაწესება, რომლებსაც საქართველო სულ უფრო ხშირად უწოდებს "ოკუპირებულ რეგიონებს", მაგრამ ამ ტერიტორიების დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა მოსკოვის გარდა, მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა (ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ), ხოლო თავისი უფრო დიდი ამბიციის განხორციელების საქმეში (მისთვის საძულველი ქართველი პრეზიდენტის გაძევება და ძალთა ბალანსის შეცვლა რეგიონში) რუსეთმა ნადვილად მარცხი განიცადა" - მიიჩნევს რონდელი.
Collapse )
Buy for 100 tokens
Buy promo for minimal price.

Hедвижимости в Абхазии

Россияне выходцы из Абхазии требуют вернуть их дома

Пилар Бонет (Pilar Bonet)

Между Россией и Абхазией может разгореться серьезный скандал в связи с отказом Сухуми от предложенной Москвой концепции восстановления имущественных прав граждан РФ в Абхазии. "Ъ" выяснил, что заставило абхазские власти пойти на конфронтацию с Россией.
Далее