September 4th, 2010

სექსუალური რევოლუცია საქართველოში - ნაწილი 1

,,ქართველი ქალებისთვის გაცხადებულად ანუ საზოგადოებისგან დაუფარავად, ქორწინებამდე სექსი არ არსებობს, ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოდ ითვლება. ქალის და კაცის სასიყვარულო ურთიერთობის ძირითადი მიღებული ფორმა მდგომარეობს სქესობრივ აქტში ბავშვის გაჩენის მიზნით, ისიც ერთადერთი და სამუდამო სამოქალაქო ქორწინების და ჯვრისწერის შემდეგ. ნაადრევი გათხოვების ნეტარი წუთის დადგომამდე, მდედრების უმრავლესობა დამაჯერებლად ქადაგებს მითს, თითქოს არც კი უნდა დაკავდეს სექსით, რადგან სრულიად გულგრილია მისით მიყენებული სიამოვნებისადმი, ხოლო სამჯერ განათხოვარი შვილებიანი ქალი, ქალიშვილივით იქცევა და თვალში ნაცარს გაყრის ძველი ზღაპრით, რომელშიც ბავშვებს ბოსტანში პოულობენ. ცნობილი ვენეციელი ჟურნალისტის და სოციოლოგის Z.Ochil seu J.Filipo Bruno-ს ჩანაწერებიდან ,,მოგზაურობა საქართველოში”(2001 წ..)

შესავალი

    რა დროს სექსუალური რევოლუციააო,_ იკითხავს მკითხველი,_ მეზობლად _ აგრესიული რუსეთი, შინ _ პოლიტიკური ვნებათაღელვა, უმუშევრობა და მრავალი სხვა? ვფიქრობ, მთავარი პრობლემა მაინც ჩვენშია,_ პოსტსაბჭოურ ქართულ საზოგადოებაში, ჩვენს შაბლონურ აზროვნებაში, ფარისევლურ მორალში, მითოლოგიურ ცნობიერებაში და მონურ მენტალიტეტში. სწორედ ტოტალიტარული ცნობიერების ეს მარწუხები არ გვაძლევს სწრაფი წინსვლის საშუალებას. და მაინც, რა კავშირშია ყოველივე ჩამოთვლილი სასიყვარულო ურთიერთობებთან, სექსთან? ვიცი, გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ გამოვთქვამ ერთ მოსაზრებას,_ თუ ამ ყველაზე დახურულ, საგულდაგულოდ მიჩქმალულ სფეროში მოხდა საზოგადოების გახსნა, სხვა ნაკლებად ,,სასირცხვო”, მოძველებული დოგმატური მორალური ნორმები წარსულს ჩაბარდება, ტაბუ დაიმსხვრევა, საზოგადოება გაიხსნება და შეძლებს ჩქარი ტემპებით განვითარებას.

 

I. სექსი პატარა ორპირში

    როდესაც პირველად ზემომოყვანილ ,,ჩანაწერებს” ორპირის ინტერნეტ-კაფეში გავეცანი, თემის ,,არააქტუალურობის” მიუხედავად, ცოტა არ იყოს შეურაცხყოფილი დავრჩი ვენეციელი ჟურნალისტის ინფორმაციით, თუნდაც ამ აშკარად ,,უხამს” საქმეში, საქართველოს ჩამორჩენის შესახებ. იმ ხანად ჩემსთვის, ეკლესიის ,,ჯვარქუდიანი” წევრისთვის, ისიც სრულიად საკმარისი გახლდათ, რომ ქართველები გაცილებით წინ ვიყავით შეურყვნელი რწმენით, რასაც მხოლოდ ჩვენთვის იერუსალიმში ზეციდან ცეცხლის გადმოსვლაც ადასტურებდა, ხოლო ტაძრების რაოდენობით თითქმის ვუტოლდებოდით იტალიელებს და უახლოეს მომავალში გავუსწრებდით კიდეც მათ. გავიდა წლები, მე საკუთარი კომპიუტერი შევიძინე...

    ორპირის რაიონული ცენტრი, გამგეობის შენობა, 2008 წელი. დერეფნების კატაკომბები. ყველა კაბინეტში, სადაც კი შევიხედე, სამარისებული სიჩუმეა, კომპიუტერის მონიტორს მიშტერებული ქალები და მამაკაცები, უძრავი სახეებით, გაფართოებული, წყლიანი თვალებით, კონცენტრაციისგან გამახვილებული ცხვირებით, ინტენსიურად უკაკუნებენ კლავიშებზე ერთი და იგივე ვნებიან ტექს: მამაკაცი,_ ,,საყვარელო ..., გილოცავ თავისკვეთას პატიოსნისა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი! შენ გენაცვალე მე ციმციმა თვალებში! გკოცნი კისერში, ყურში და გეხვევი... გეფერები მუხლებზე, მუცელზე...:) მიყ-ვარ-ხარ პატარავ!”; ქალი,_ ,,შენც აგრეთვე, უფალი გფარავდეს! მადლობთ ამდენი კომპლიმენტისთვის, თბილო და ცელქო:) მეც მიყ...”.
Collapse )
Buy for 100 tokens
Buy promo for minimal price.

სექსუალური რევოლუცია საქართველოში - ნაწილი 2

IV. სექსუალური რევოლუციის ქართული თავიბურებები, ანუ

რა სურთ ქართველ ქალებს და მამაკაცებს?

    ჯერ კიდევ საუკუნის წინ ზიგმუნდ ფროიდმა თავის შეგირდ ქალს დაუსვა ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც პასუხი ჯერჯერობით ვერავინ გასცა _ ,,რა სურთ ქალებს?”. დასაწყისისთვის მოკლედ გადავხედოთ თანამედროვე მეცნიერების შეხედულებას აღნიშნულ საკითხზე. აქვე დავსძენ,_ ქვემოთ მოყვანილია მხოლოდ წამყვანი ქალი სექსოლოგების(ჯულია ჰაიმანი, მერედიტ ჩივერსი, ვირჯინია ჯონსონი, ლიზა დაიმონდი, მარტა მინა) კვლევების მონაცემები, რადგან ვინ შეიძლება იყოს კომპეტენტური ისეთ სპეციფიურ სფეროში, როგორიც ქალის სექსუალური ლტოლვაა? რაღა თქმა უნდა _ ისევ ქალი. თუმცა, ისეთი გამოცდილი მკვლევარიც კი, როგორც ქალის სექსოლოგიის ცნობილი სპეციალისტი ქუინის უნივერსიტეტიდან, სექსუალური კვლევების სფეროში მსოფლიოში წამყვანი გამოცემის _ ჟურნალ Archives of Sexual Behavior- ს სარედაქციო საბჭოს წევრი, მერედიტ ჩივერსი, ქალების აღგზნების და სურვილის საუდუმლოზე საუბრისას აცხადებს: ,,ხანდახან მგონია, რომ პირველი მოგზაური ვარ, რომელიც უღრან ტყეს მიადგა. ამ ტყეში ერთი პატარა ბილიკი კი მიიკლაკნება, მაგრამ ეს ბილიკი დიდი აღმოჩენებისთვის არ კმარა”.    

    1. ჩივერსმა ჩაატარა ცდები ორივე სქესის, სხვადასხვა ორიენტაციის მოხალისეებზე. ვიდრე ისინი ადევნებდნენ თვალს პორნოგრაფიულ სცენებს, მერედიტი ზომავდა მათი აღგზნების ხარისხს ობიექტური და სუბიექტური მაჩვენებლებით. მეცნიერმა მოხალისეებს სპეციალური აპარატი, პლეტიზმოგრაფი დაუმაგრა გენიტალიებზე, რითიც ის სასქესო ორგანოებში სისხლის მოძრაობის(მატება-კლება) ხარისხ ადგენდა. პარალერურად, მონაწილეებს დაურიგეს კლავიატურაც, რათა თვითონაც დაეფიქსირებინათ, რამდენად აღგზნებულად გრძნობდნენ თავს ამა თუ იმ ფილმის ყურებისას. მამაკაცების შემთხვევაში, მათი სუბიექტური და პლეტიზმოგრაფზე დაფიქსირებული აღგზნების(ანუ ერექციიის) ხარისხი ერთმანეთს დაემთხვა. ქალების შეთხვევაში კი სულ სხვაგვარი შედეგი გამოვლინდა. სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქალების გენიტალიებმა აღგზნებით უპასუხეს ყველაფერს, რაც ეკრანზე გამოჩნდა _ ქალი და კაცი, ქალი ქალთან, კაცი კაცთან. მათ გენიტალიებში სისხლის მიმოქცევამ იმატა, როცა უყურებდნენ დიდი მაიმუნების, ბონობოების, სექსსაც. ქალების შემთხვევაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს გონება და გენიტალიები სხვადასხვა ადამიანს ეკუთვნოდა, პლეტიზმოგრაფსა და კლავიატურაზე დაფიქსირებული შედეგები თითქმის არ ემთხვეოდა ერთმანეთს. ქალის სხეულსა და ტვინს შორის შეუთავსებლობის გამო მერედიტ ჩივერსი მის  სექსუალობას ჰყოფს ორ განცალკევებულ სფეროდ _ ფსიქოლოგიური და სუბიექტური. ლტოლვა, თავსდება სუბიექტურ სისტემაში, ხოლო ფსიქოლოგიური აღგზნება მის შესახებ ბევრს არაფერს გვიმხელს. ,,ასე რომ არ ყოფილიყო,_ ხუმრობით ამბოს მეცნიერი,_ უნდა  დამეჯერებინა, რომ ქალებს სურთ ბონობოებთან ჰქონდეთ სექსი”.

    2. იუტას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და გენდერული სწავლების პროფესორი, ლიზა დაიმონდი მიიჩნევს, რომ ქალის სურვილის ძირითადი წყარო ინტიმურობასა და ემოციური კავშირშირია, რამაც შეიძლება ქალს თანდაყოლილი სექსუალური ორიენტაციაც კი შეაცვლევინოს. დაიმონდი ამტკიცებს, რომ უმრავლეობა ქალებისა ეთანხმება გამონათქვამს: ,,მე ვარ ადამიანი, რომელსაც ფიზიკური ლტოლვა უჩნდება ადამიანის, და არა მისი სქესის მიმართ”.

    3. განსხვავებულ აზრს გამოთქვამს ნევადის უნივერსიტეტის პსიქოლოგიის პროფესორი მარტა მინა. ,,მიუხედავად იმისა, რომ ქალები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ სიახლოვეს და ინტიმურ კავშირს,_ აცხადებს მინა,_ არასწორია დავასკვნათ, რომ სწორედ ურთიერთობებია მისი სურვილის ძირითადი წყარო. მართალია პარტნიორებს შორის გაფუჭებული ურთიერთობა ხშირად კლავს სექსუალურ ლტოლვას, მაგრამ სურვილის შენარჩუნების გარანტიას არც კარგი ურთიერთობა იძლევა”. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ქალის სურვილი, განსხვავებით კაცისგან, ურთიერთობებზე არაა დამოკიდებული, ის უფრო ნარცისულია. ქალის ლტოლვას განაპირობებს საკუთარი თავისადმი სიყვარულის შეგრძნება, განცდა, რომ თავი იგრძნოს ეროტიკული აღგზნების და სექსუალური ნდომის ობიექტად. მისი აზრით: ,,კაცის სხეული ერექციის გარეშე აღგზნებას თითქმის არ გამოხატავს მაშინ, როცა ქალის სხეული _ აღგზნებულია თუ არა _ ყოველთვის ასხივებს მინიშნებას, დაპირებას სექსზე. ქალის სურვილის გაღვივებში გადამწყვეტ როლს ასრულებს სასურველ ქალად თავის გრძნობა და გარკვეულწილად ნარცისიზმიც. ქალისთვის, შეგრძნება იმისა, რომ ის სასურველი არსებაა, უკვე უდრის ორგაზმს”.

    4. დასახელებული მეცნიერების თვალსაზრისით ქალების შემთხვევაში, ვიღებთ არა შემტევ, მამაკცებისთვის დამახასიათებელ მიმწოლ სექსუალურობას, არამედ უფრო საპასუხო, რეაქციულ პროცესს. როდესაც მამაკაცი და ქალი ქმნიან წყვილს და ამ კავშირის ტესტოსტერონით დამუხტული ერთი მხარე, ანუ მამაკაცი რისკზე მიდის და აგრესიული ხდება, ცხადია წყვილის მეორე ნაწილი ანუ ქალი ამ აგრესიის მიმღები იქნება. ასეთ შემთხვევასი ქალი უნდა იღებდეს და ადექვატურად პასუხობდეს კაცის აგრესიას. კაცს მუდამ ეჩქარება, მას დროული სექსი სურს. ეს განსხვავება კი ხშირად კონფლიქტს იწვევს.

    დაბოლოს მივუბრუნდეთ კითხვას,_ რა სურთ ქალებს? შესაძლოა, რომ დაიმონდის თეორია ინტიმურობის სექსუალური ძალის შესახებ, ავსებდეს მინაც მტკიცებას, რომ სურვილის საწყისი ნარცისიზმია. ასეა თუ ისე, შეუთავსებლობა ობიექტურს (სისხლის მიმოქცევა, ლუბრიკაცია) და სუბიექტურს(ლტოლვა) შორის ქალებში, კავშირის ეს შინაგანი წყვეტა, სავარაუდოთ ამძაფრებს ზოგიერთი ქალის უარყოფით დამოკიდებულებას საკუთარი სხეულისადმი, რის გამოც მას უჭირს უკანასკნელი ბარიერის გადალახვა და რეალურ სექსამდე მისვლა. ქალმა თვითონ არ იცის წესიერად, რა უნდა, ის ვერ გარკვეულა საკუთარ გრძნობებში.
Collapse )