?

Log in

No account? Create an account

June 20th, 2011

პოსტი დაიწერა რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით. გამოყენებულია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებიდან ამოკრეფუილი მასალები და თადარიგის გენერალი მაიორი – გიორგი ყარყარაშვილის წიგნი ,, ეს ჩვენი სამშობლო იწვის”.
მასალა შეიცავს მხოლოდ მშრალ ფაქტებს! 
კომფლიქტის ზონა

მდგომარეობა, საომარი მოქმედებების დაწყებამდე, შემდეგნაირი იყო:

ქართველები – მე_11 მსუბუქი ქვეითის ბატალიონის 500_მდე სამხედრო მოსამსახურე და ამავე ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონის 50_მდე სამხედრო მოსამსახურე. მათ განკარგულებაში იყო 25_მდე ერთეული ჯავშანტექნიკა, 15 ერთეული ბრდმ და 5–6 მტ_ლბ. ქართული სამშვიდობო ძალების მოვალეობაში შედიოდა საგუშაგოებიდან ქართული სოფლების: ნიქოზის, ერედვის, ავნევისა და წვერიახოს, აგრეთვე დიდი ლიახვის ხეობის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა და სხვა. ქართველი მშვიდობისმყოფელთა განთავსების ადგილი იყო: სოფელი ზემო ნიქოზი, ავნევი, ერედვი, აჩაბეთი, დიდი ლიახვის ხეობა.

 ოსები – სამშვიდობო ბატალიონი ,,ალანია” დაახლოვებით 600_მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა. მათ განკარგულებაში 20 ჯავშანტრანსპორტიორი ბტრ–80 და 22 ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბმპ–2 იმყოფებოდა.  ,,ალანიას” პოზიციები ეკავათ ოსურ სოფლებთან: წინაგარი, გუგუთი, ოსფრისი, მონასტერი, ფრონე და წნელისი. ასევე, საცეცხლე წერტილები ჰქონდათ მოწყობილი: კოხათის, თელიანის, დიდმუხის, დიდ გუფთის, უბიათთან, ოსფრისთან, წითელ მიწებთან, ღრომთან, დმენისთან და სათიხართან მდებარე სიმაღლეებზე.

რუსები –  რუსების სამშვიდობო ბატალიონი დაახლოვებით 500_მდე სამხედრო მოსამსახურეს ითვლიდა და მისი პირადი შემადგენლობა რუსეთის არმიის საბრძოლო დანიშნულების ქვედანაყოფებით იყო გაძლიერებული. მათ შორის 42_ე მოტომსროლელი დივიზიის ჩეჩნური ბატალიონის ,,ვოსტოკის” ერთი ასეული და რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართელოს მე_10 სპეცდანიშნულების ბრიგადის დაახლოვებით 70 მებრძოლი.  რუსი მშვიდობისმყოფელთა მოვალეობა–დანიშნულება ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლება და საბრძოლო მოქმედებათა განახლების დაუშვებლობა, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევათა დაფიქსირება იყო.

პროვოკაციები

,,კავკასია – 2008″ 16 ივლისს დაიწყო და საქართველოზე განხორციელებულ აგრესიამდე რამოდენიმე დღით ადრე დასრულდა. სწავლებაში 8000 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და საბრძოლო ტექნიკის 700 ერთეული იქნა გამოყენებული.  დამუშავდა: ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დესანტირება, დაზვერვის წარმოება, საჰაერო–სახმელეთო სამიზნეების განადგურება, მთიან–ტყიან ადგილებზე საჰაერო დარტყმების განხორციელება და სხვა.
2008 წლის 9 ივლისი – საქართველოს საჰაერო საზღვარი გადმოკვეთა 4 ბომბდამშენმა – ,,სუ–24″. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაუფარავად განაცხადა, რომ ეს საქართველოს ახალგაზრდა ხელისუფლების ცხელი ტვინების გასაგრილებლად მოხდა.
20 ივლისიდან დაიწყო ქართული მშვიდობისმყოფელთა პოსტების სისტემური დაბომბვა 82 მმ_იანი და 120 მმ_იანი ნაღმსატყორცნებით.
3 აგვისტო – ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
6 აგვისტო – საღამოს, ეუთოს დამკვირვებლებმა ცხინვალი დატოვეს.
7 აგვისტო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 00 საათზე სარაბუკის მიმართულებაზე მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოუყვა. ორმხრივი სროლა ხანმოკლე პაუზებით, დილიდ 6 საათამდე გაგრძელდა.
7 აგვისტო – გამთენიისას ფრონისეს მეობაში, ნულის მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნა და ორმხრივი სროლა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იმავდროულად, ძარი–ცხივნალის გზაზე ცხინვალისა და ხეთაგუროვის, ხეთაგუროვი–ტბეთი–ცხინვალის მიმართლებით სატვირთო ავტომობილისა და ჯავშანტექნიკის არც თუ ისე მცირე კოლონის გადაადგილება შეიმჩნეოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება: ,, 7 აგვისტოს 11 საათისთვის სეპარატისტებმა ხეთაგუროვიდან სოფლების – ნული–ავნევის მიმართულებით შეტევა განაახლეს. დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე.  ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს”

 
ომისათვის მზადება 

 7 აგვისტო

12:30 – მიუხედავად ქართული მხარის მოთხოვნისა, შემდგარიყო ორმხრივი მოლაპარაკება, საქართველოში ჩამოდის რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი და ქართულ–რუსულ–ოსურ ფორმატში ხანმოკლე მოლაპარაკება იწყება.  სხდომაზე მხარეები ურთიერთბრალდებებით არკვევდნენ თუ ვინ გახსნა პირველად ცეცხლი. ფორმატი არაეფექტური გამოდგა და უშედეგოდ დასრულდა.
13:09 – საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცადებას ,,ინტერპრესნიუსი” ავრცელებს: ,,დარწმუნებული ვარ, კონფლიკტის გაღვივება რუსეთის ინტერესებში არ შედის”

შემდეგCollapse )

Buy for 100 tokens
Buy promo for minimal price.
Наконец полностью завершили новый памятник героям Грузии, который стоит на площади героев. Он состоит из множество прямоугольников на которых нанесены имена всех кто погибли за независимость и свободу Грузии. А ночью из памятника в небо светится луч
Фото jazzingman

Profile

blumgardt
blumgardt

Latest Month

January 2018
S M T W T F S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

Tags

Powered by LiveJournal.com
Designed by Akiko Kurono